კალაძე იტყუება და ქალაქის ბიუჯეტს ერთპიროვნულად განკარგავს - ბესო დონაძე

29.09.21 13:40
კალაძე იტყუება და ქალაქის ბიუჯეტს ერთპიროვნულად განკარგავს - ბესო დონაძე

კალაძე იტყუება, მერიას საკმარისი შენობები აქვს, რომ ახალი არ ააშენოს - კორუფციის მკვლევარ ბესო დონაძის განცხადებით მერიას არ აქვს იმის საჭიროება, რომ ახალი ოფისი აიშენოს, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონები უნდა დაიხარჯოს.

კახა კალაძე იტყუება. მისი პასუხი არის ტყუილი. როცა წლების წინ მერია ახალ შენობაში გადმოვიდა, იდეა იყო, რომ აღნიშნულ შენობაში განთავსებულიყო მისი ყველა სამსახური, ამის გარდა, მერიას აქვს 10 გამგეობა, 25 ტერიტორიული ერთეული, სამარისი შენობები აქვს, რომ ახალი არ ააშენოს, 

რაც კალაძე ქალაქის მერი გახდა, უზარმაზარი ფული იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან მისი ახირებისგან გამომდინარე. ის არავის უსმენს - აცხადებს ბესო დონაძე.

,,პირველებმა" მოიპოვა კალაძის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრვალსართულიანი შენობა თბილისის მერს არ მოსწონს და ახლის აშენება უნდა. კალაძე ახალი კონკურსის გამოცხადებისთვის ემზადება, რაც თბილისელებს  მილიონები დაუჯდებათ.

 

მსგავსი სიახლეები