ქვეყნები, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

16.06.25 17:16
ქვეყნები, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.42 მილიონი აშშ დოლარი (870.5 მილიონი ლარი) შეადგინა -  მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. 

ეს მაჩვენებელი 11.6%-ით (33.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

მაისშიც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 59.14 მილიონი დოლარი. შემდეგ მოდის იტალია, საიდანაც გასულ თვეში 52.83 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.75%) 43.66 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის მაისთან შედარებით 9.25%-იანი კლებაა.

  • ირკვევა, რომ 2025 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მილიონი აშშ დოლარი (96.5 მილიონი ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის მაისის (30.1 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8%-ით მეტია.

 

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

 

  1. აშშ - $59.14 მილიონი.
  2. იტალია - $52.83 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $43.66 მილიონი. 
  4. გერმანია - $27.33 მილიონი.
  5. საბერძნეთი - $25.12 მილიონი.
  6. ისრაელი - $23.84 მილიონი.
  7. თურქეთი - $9.36 მილიონი.
  8. ესპანეთი - $8.09 მილიონი.
  9. ყირგიზეთი - $8.06 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $6.71 მილიონი.
  11. ირლანდია- $6.29 მილიონი.
  12. საფრანგეთი - $5.66 მილიონი.
  13. გაერთიანებული სამეფო - $4.76 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.42 მილიონი.
  15. პოლონეთი - $2.87 მილიონი.

 

მსგავსი სიახლეები