"ოცნება" ამტკიცებს, რომ ეკონომიკა გაიზარდა - რა წერია ფურცელზე და რა არის რეალობა?

01.07.25 20:40
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ეკონომიკა გაიზარდა - რა წერია ფურცელზე და რა არის რეალობა?

"ოცნება" გაორმაგებული მთლიანი შიდა პროდუქტით ამაყობს. ამტკიცებს, რომ თვიდან თვემდე ეკონომიკა იზრდება, მაისშიც ეკონომიკური ზრდა 7.5 % იყო. ამ ფონზე კი რა ხდება ცალ-ცალკე აღებულ მონაცემებში? ერთს ამბობს "ქართული ოცნება" და სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს და მეორეს ხედავენ ეკონომისტები იგივე მონაცემებში. ბიუჯეტის გეგმა ვერ სრულდება, გადასახადებს სრულად ვერ კრეფენ, ინვესტიციები შემცირებულია, იმპორტი მინიმალურად იზრდება.  

თუ 2025 წლის პირველ სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებას შევხედავთ, განათლების და ინფორმაციის და ტექნოლოგიების სექტორს დიდი წილი უკავია. რას ნიშნავს ეს? თუ საქსტატის მონაცემებს დავუჯერებთ, საქართველო ამ ორი მიმართულებით მსოფლიოში მეორე ადგილს უნდა იკავებდეს ლამის 17% -ით. ანუ, უნდა უსწრებდეს მსოფლიო ლიდერ ქვეყნებს. "არასწორი, ანომალიური და სახიფათო მონაცემები" - ასეთია ეკონომისტების შეფასება.

"ქართული ოცნების" მიერ გაცხადებულ ეკონომიკურ წინსვლას ვერ გრძნობს ვერც ბიზნესი. საცალო ვაჭრობაში 20%-ანი კლებაა - მომხმარებლები ნაკლებს ხარჯავენ, - ამას თბილისი ცენტრალის დირექტორი ამბობს. შემცირებულია იმპორტის მოცულობაც. ბიზნესი გზებს ეძებს, რომ კრიზისის ფონზე რადიკალური ნაბიჯების გდადგმა არ მოუწიოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.