ლარის კურსი დრამატულად ეცემა

24.03.21 15:44
ლარის კურსი დრამატულად ეცემა

 ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.334 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.329-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.17%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.15%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.15%-ითაა გაუფასურებული.