ლარი საათობრივად უფასურდება

ბლუმბერგის ტერმინალზე ლარი საათობრივად უფასურდება. კომეციულ ბანკებში ამ მომენტისთვის 1 დოლარის შესაძენად 3 ლარი 41 თეთრია საჭირო. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია და წლის ბოლომდე დოლარი 3 ლარი და 60 თეთრი ეღირება. სამშაბათიდან ფასების ზრდის ახალი ტალღა დაიწყება. პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 2-4%-ით გაიზრდება.
ეკონომისტები ლარის გაუფასურებას იმ ფაქტით ხსნიან, რომ ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკა არ უვარგა, გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის ვარდნაზე გავლენას ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციაც ახდენს.