სისხლიანი გარჩევა ქორწილში - დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
სისხლიანი გარჩევა ქორწილში - 35 წლის კაცის დაჭრის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
შსს წერს, რომ სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.