როგორი იქნება თბილისის Trump Tower-ი?
Newsweek-ი თბილისის Trump Tower-ის რენდერს აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, "თბილისი დაუნთაუნის" პროექტის ჯამური ღირებულება, რომელიც მათ შორის Trump Tower-ს მოიცავს, დაახლოებით $2 მილიარდია.
რენდერის მიხედვით 70-სართულიანი შენობის თავზე წერია Trump. გამოცემა წერს იმასაც, რომ პროექტი ტრამპის ორგანიზაციის გლობალური გაფართოების უახლესი დამატებაა.
Trump Tower თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა (259 მეტრი) ექნება. დედაქალაქში მრავალფუნქციური ცათამბჯენის მშენებლობას The Trump Organization-ი გეგმავს.