რა ეღირება ლარი შაბათ-კვირას
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6638 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6647 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1012 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0996 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ივნისს შევა ძალაში.