რა ეღირება ლარი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6625 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0683 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1012 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0329 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 ივნისს შევა ძალაში.