ვაჭრობა საეჭვო ქვეყნებთან - რას ამბობენ ეკონომისტები?

19.06.26 18:43
ვაჭრობა საეჭვო ქვეყნებთან - რას ამბობენ ეკონომისტები?

 

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 712.9%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით ხუთ თვეში ქვეყანამ 352.2 მლნ. აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების ნავთობის და ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე.

ნავთობის და ნავთობპროდუქტები ყველაზე დიდი ოდენობით ტოგოში იყიდება, რომელსაც თურქეთი და ჩინეთი მოსდევს. ჯამური ექსპორტის სტატისტიკაში ძირითადი ბაზრები ასეთია:

  • ტოგო - 96.9 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 64.2 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 61.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ლიბია - 35.3 მლნ აშშ დოლარი;
  • ალჟირი - 25.1 მლნ აშშ დოლარი;
  • მალტა - 19.7 მლნ აშშ დოლარი;
  • მაროკო - 16.8 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 13 მლნ აშშ დოლარი;
  • სინგაპური - 11.9 მლნ აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.8 მლნ აშშ დოლარი.

ეკონომისტების განცხადებით, საქართველოს ექსპორტი რეალურად ისეთი პროდუქციაა, რომელსაც ქვეყანა არ ქმნის. მათი თქმით, სინამდვილეში, საქართველოს ჩინეთთან და რუსეთტან ნეგატიური სალდო აქვს. 

ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა სტაბილურ ბაზრებზე უნდა ვითარდებოდეს და არ იყოს დამოკიდებულ მოწყვლად ბაზრებზე - "რუსეთის ბაზარზე ვერ განვვითარდები ვერანაირად, არავინ განვითარებულა, თვითონ ისინიც ვერ ვითარდებიან". 

სანდო და საიმედო პარტნიორები ქრებიან და ზოგადად, რეალურად მცირდება ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ჩვენი ექსპორტი არის ძირითადად ისეთი პროდუქცია, რომელსაც ჩვენ არ ვქმნით, ან თუ ვქმნით მოვიპოვებთ ბუნებრივი წიაღისეულის სახით. წლების მანძილზე ჩვენ ვერანაირად ვერ ავითვისეთ ევროკავშირის ბაზარი და ვერც სხვა განვითარებული ბაზრები და ისევ და ისევ ერთი და იგივე ნამღერ სიმღერას მღერის ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდწილად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მან უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესს, რომ ბიზნესი განვითარდეს იმ დონეზე, რომ მან შეძლოს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და გადაერთოს სტაბილურ ბაზრებზე და არ იყოს დამოკიდებული მოწყვლად ბაზრებზე.

ჩინეთთანაც და რუსეთთანაც ჩვენ გვაქვს ნეგატიური სავაჭრო სალდო. ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს რამდენჯერმე და ახლაც ვაკვირდებით რუსეთის "მუქარას" სომხეთის მიმართ. რუსეთის ბაზარზე ვერ განვვითარდები ვერანაირად, არავინ განვითარებულა, თვითონ ისინიც ვერ ვითარდებიან და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი, როდის გამოიყენებს ის ამას თავის ინსტრუმენტად იმიტომ, რომ რუსეთს ეს აქვს მახვილად ალესილი და როცა მოუნდება მანიაკალური მისწრაფებებისთვის, იყენებს ამისთვის," - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანის თქმით, "ქართული ოცნება" სტატისტიკას აყალბებს". ის აღნიშნავს, რომ საქართველო არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ომის ეკონომიკაზე დამოკიდებული გახდა, რადგან, როგორც კი სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დასრულდება რუსეთის მოქალაქეები ჩვენ ქვეყანას დატოვებენ, გაიტანენ კაპიტალს და რუსეთთან ვაჭრობა შენელდება. 

ეშმაკი არის ყოველთვის დეტალებში. ჩვენ გავხდით, როგორც შეიძლება ყველას აქვს ინფორმაციამ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაც ყველაფერთან ერთად, ფაქტობრივად იფიქრებ, რომ რაღაც სქემებს მარტო იმიტომ კი არ იგონებს "ქართული ოცნება" რომ ადგილობრივი დაკავშირებული ბიზნესები გამდიდრდეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს სტატისტიკა გაგვიყალბოს. ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ ისინი ხდებიან, როგორც პატარა ქვეყანა, ის ქვეყანა ხდება დამოკიდებული მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე. 

ვისთან ვვაჭრობთ - ვვაჭრობთ რუსეთთან და ვვაჭრობთ ჩინეთთან. როგორ გავხდით ჩვენ არა მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული, არამედ ომზე დამოკიდებული ეკონომიკა და როგორც კი ომი დასრულდება, მყისიერად რა მოხდება? - რუსები დატოვებენ საქართველოს, რუსები გაიტანენ აქედან კაპიტალს, ვაჭრობა რუსეთისთვის შენელდება," - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.