საქსტატს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ - რა დაწერა სახელმწიფო მთვლელმა და რა არის რეალობა
რეალობა თუ ციფრები მოჩვენებითი კეთილდღეობისთვის - საქსტატს თუ დავუჯერებთ ხელფასები გაიზარდა და საშუალო ანაზღაურება თითქმის 2 400 ლარს შეადგენს - რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტია, თუმცა აქ მთავარი კითხვაა, ასახავს ეს თუ არა ეს რიცხვები საქართველოს მოქალაქეების ყოფას? და ვის ვის ეზრდება რეალურად ხელფასები?
ქვეყნის მთავარმა მთვლელმა დაადგინა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2 364 ლარია. ეს კი იმ დროს, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენა არა აქვს თვიდან თვემდე თავი როგორ გაიტანოს.
ეკონომისტები ამბობენ რომ ეს მონაცემები არის მანიპულაცია და პრობლემა საშუალო ხელფასის გამოთვლის წესშია. ქვეყნის მთავარი მთვლელი ითვლის ჩინოვნიკების კოლოსალური ხელფასისა და ხალხის მინიმალური შემოსავლის საშუალოს. ასე ვიღებთ 2 000 ლარზე მეტს საშუალო ხელფასად. მიღებული შედეგით კი ხალხს უქმნიან განცდას, რომ იმაზე უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე მაგალითად გასულ წლებში. მაგრამ რეალობა სულ სხვაა. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი ხშირად 1 000 ლარამდეც ვერ აღწევს.