ცხოვრება კიდევ გაძვირდა - საქსტატი ფასების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

03.08.26 20:19
ცხოვრება კიდევ გაძვირდა - საქსტატი ფასების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

ფასები ისევ იზრდება, წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება და 5.5%-ს შეადგენს. გაძვირდა თითქმის ყველაფერი. სახელმწიფო მთვლელის მონაცემით, წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაზრდილია ფასები თევზეულზე, ხორცზე, პურზე,ზეთზე, ყველზე და თითქმის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც ადამიანებს საარსებოდ სჭირდებათ და ყოველდღიურად მოიხმარენ. ამის გამო, ხალხი პროდუქტების ან მინიმალურ რაოდენობას ან საერთოდ ვერ ყიდულობს და მათ დიდ ნაწილს სახლში ხელაცარიელი წასვლა უწევს.

წლიდან წლამდე ხალხს ცხოვრება უძვირდება - ეს არის რეალობა, რომელიც სახელმწიფოს მთავარი მთვლელის სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს. ეკონომისტების თქმით, ინფლაციის ზრდაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი და მათი არასწორი მონეტარული პოლიტიკაა.

"ოცნების" დაანონსებული გაიაფების ნაცვლად ცხოვრება ისევ ძვირდება, საქართველოს მოქალაქეების მოტყუებისთვის ოპოზიციაში ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში