საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა

03.12.21 11:48
საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა

2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 0.6 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე, 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9პროცენტი)", - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში. 

 

მსგავსი სიახლეები