დელიკატესების სუფრა პროკურორებისთვის - რაში ხარჯავს "ოცნება" ხალხის ფულს

03.12.21 17:16
დელიკატესების სუფრა პროკურორებისთვის  - რაში ხარჯავს "ოცნება" ხალხის ფულს

დელიკატესების სუფრა პროკურორებისთვის - აღმოჩენილია საქართველოს პრკურატურის სახელზე გამოწერილი ჩეკები. ირკვევა, რომ მთავარი საგამოძიებო უწყება, რომელიც მესამე პრეზიდენტს სტუმრების გამასპინძლების გამო ასამართლებს, ბიუჯეტის ფულს რესტორნებში თავად ხარჯავს.

არსებული ინფორმაციით, წითელი ხიზილალა და შებოლილი ორაგულის დელიკატესები პროკურორებს ზუგდიდის რესტორნიდან  სენაკში ჩაუტანეს.

ბიუჯეტიდან სუფრაში გადახდილი თანხებით პროკურატურას არც ეკონომიკის სამინისტროს ჩამორჩება. არასამთავრობო როგანიზაცია "ფაქტჩეკმა" ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული, რომლითაც ირკვევა, რომ 202-21 წლებში მხოლოდ ამ უწყების სარესტორნო ხარჯები ასი ათას ლარს აღწევს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენელის თქმით, ხელისუფლება ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს, თუმცა ანალოგიური ქმედებისთვის სხვას იჭერს და ასამართლებს. 

ჩნდება ლოგიკური კითხვები, შენ რომ წახვედი რესტორანში და დახარჯე ამდენი ფული, რით იყო ეს განპირობებული. იქ რატომ არ მიწერ, ვის უმასპინძლე, რა მიირთვით, რა დალიეთ, იმიტომ, რომ იმაზე მნიშნელოვანი რამდენი დახარჯე და სად დახარჯე, არის ვისთან  ერთად დახარჯე და რატომ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მაშ შეუძლია რაღაცა თანხა გადასახადების გადამხდელების ისე დახარჯოს, რომ კაციშვილს არ ჩააბაროს ანგარიში, კაციშვილმა პასუხი არ მოსთხოვოს და ამავე საკითხზე მერე, რაც თვითონ შეუძლია, რომ ასე ადგეს და 22 ათასი ლარი გაისროლოს 200 კაცის ლანჩში ისე, რომ არ დაგვისაბუთოს რატომ, ამავე მოტივით მერე სხვა შეუძლია დაიჭიროს, - ამბობს "ფაქტჩეკის" წარმომადგენელი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები