საფრანგეთში მოკლულ ქართველ ახალგაზრდას სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადმოასვენებენ

საფრანგეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ალექს გოგუას, სამშობლოში გადასვენება უახლოეს პერიოდში მოხდება. მოლაპარაკება საფრანგეთის ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურად მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ოჯახს ფინანსური საშუალება არ გააჩნია, პასუხისმგებლობას მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს.
ალბათ, 2 დღეში ჩამოასვენებენ. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. მეტროსთან ვიღაცას მისი ცოლისთვის ტელეფონი ამოუცლია და რომ მოითხოვა, ეს ფაქტი მოხდა, 6 საათი უკეთებდნენო გულზე ოპერაციას. 3 ადგილას ჰქონია პირდაპირ გულში ჩარტყმული. მეუღლეც შეესწრო ამ დაჭრას, 10 თვის დაქორწინებულები იყვნენ. - აცხადებს ალექს გოგუას მეზობელი.
მკვლელობა საფრანგეთში – ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საფრანგეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან ერთად წავიდა, ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე