ულტიმატუმის ვადა იწურება- დევნილები შიმშილობის აქციით იმუქრებიან

ულტიმატუმის ვადა იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ ,,ქართლის" ამორტიზირებულ შენობაში შესახლებულ დევნილებს არ შეხვდება და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად არ ნახავს, იძულებით გადაადგილებული პირები პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
დევნილებს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ და შესთავაზეს, რომ შეექმნათ საინიაციტივო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ კომუნიკაციაში იქნება მინისტრთან. ამის პარალელურად კი იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფო ქირით გადასვლაში დაეხმარება.
დევნილები უარზე არიან და პირადად ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ, რათა ზურაბ აზარაშვილი მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნოს.
მინისტრი გვიბარებს რამოდენიმე ადამიანს, ადგილზე რომ დავილაპარაკოთ. ეს არარეალურია. ჩვენ გვინდა, ადგფილზე ჩვენი გასაჭირის შესახებ ვესაუბროთ. თუ არ იქნა დამაკმაყოფილებელი პასუხი, ისევ გავდივართ ქუჩაში. აქციებით რაღაცას უნდა მივაღწიოთ. - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, უწყება გეგმავს, პირველ ეტაპზე დევნილები ქირით საცხოვრებლად გადაიყვანოს, სანამ არ განხორციელდება გრძელვადიანი განსახლების გეგმა.
სანატორიუმ ,,ქართლის" შენობა, სადაც 150 დევნილი ოჯახია არის შესახლებული, ყოველდღიურად ინგრევა. გუშინ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე