ხალხი ვალების პირისპირ - მოქალაქეები სესხებს ვეღარ იხდიან

საქართველოში ყოველი მე-5 მოქალაქე სესხს ვერ იხდის. 2019 წელთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ.
2021 წლის "კრედიტ-ინფოს" მონაცმეებით, ბანკიდან აღებული სესხის ერთწლიანი ვადაგადაცილება მოქალაქეების თითქმის 19%-ს ჰქონდა. ჯამში 2021 წელს ბანკებმა სამ მილიონზე მეტი სესხი დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ათი ათასობითაა იმ ადამინების რიცხვი, ვინც ვალი ვერ გადაიხადა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ მთავრობის განცხადებები ეკონომიკის გაზრდასთან დაკავშირებით ცინიკურია.
რამდენიმე ფაქტორია, მოსახლეობის შემოსავალი მცირდება, აქედან გამომდინარე, ასეთ მითუმეტეს კრიზისულ პერიოდში მოსახლეობა ამჯობინებს, რომ შეიძინოსპირველადი მოხმარების პროდუქტები", - ამბობს ეკონომისტი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2021 წელს საქართველომ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე