სავარაუდო კორუფცია აჭარის ეკონომიკის სამინისტროში - პროკურატრა უწყების საქმიანობით დაინტერესდა

12.02.22 14:08
სავარაუდო კორუფცია აჭარის ეკონომიკის სამინისტროში - პროკურატრა უწყების საქმიანობით დაინტერესდა

პროკურატურა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობით დაინტერესდა. "პირველების" ინფორმაციით, ამის მიზეზი სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს შესყიდვებში პრობლემები აქვს. წყარო ამბობს, რომ საუბარი რამდენიმე ფაქტზეა. 

ირკვევა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში სამინისტრომ ასი ათას ლარზე მეტი გადაიხადა. ასევე ირკვევა, ისიც, რომ უწყება ერთ-ერთ კომპანიას სასათბურე პირობებს უქმნის დაუსრულებელ სამუშოებში კი მილიონებს იხდის.

კომპანია "ალიგატორი 1"  მაღალმთიან აჭარაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა ტენდერის გამარჯვებულია. კომპანიის ერთ-ერთი  პროექტი მაჭახელას ხეობაში ეთნო-სოფლის ცენტრის აშენებაა. შენობა ორი წლის განმავლობაში შენდებოდა, სამუშაოები კი რამდეჯერმე გადავადდა.

ვადის რამდეჯერმე გადაწევის შემდეგ "ალიგატორი 1"  -ს კიდევ  600 ათასი ლარი 3 თებერვალს ჩაურიცხეს, თუმცა ამის მიუხედავად, მშენებლობა სრულად დასრულებული მაინც არ არის.  

ინფორმაციის გადამოწმება "პირველებმა" თავად ჯაბა ფუტკარაძესთან სცადა, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა და "ტვ პირველი" "ფეიკ ნიუსების" გავრცელებაში დაადანაშაულა.

თქვენ თქვენს ფეიკ მედიას მორიგი ტყუილისთვის გიპასუხებთ მხოლოდ და მხოლოდ წერილობით, - თქვა ფუტკარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები