გაძვირდება თუ არა პური საქართველოში

16.03.22 16:06
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში

გაძვირდება თუ არა პური? რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ხორბლის ფასმა 40 პროცენტით მოიმატა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში რეკორდული ზრდაა.

ხორბალი საქართველში უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის. ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე,  უახლოეს მომავალში პურის გაზრდილ ფასს უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ხორბლის მხოლოდ ერთი თვის მარაგია.

ჩვენ გვაქვს ხორბლის ერთ თვიანი მარაგი, მისი შევსება უნდა მოხდეს ყაზახეთიდან. განიხილება რუმინეთიც, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება აშშ-ც. თუ ხორბლის ფასი იმოქმედებს პურის ფასზე, წესით, სახელმწიფომ უნდა აამუშავოს სუბსიდირების პროგრამა. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. - ამბობენ ექსპერტები.

საქართველოში პურის გაძვირება დამოკიდებული იქნება იმ ფაქტზე, რომელი ქვეყნიდან შემოიტანს მთავრობა ხორბალს და მოახდენს თუ არა გაზრდილი ფასის სუბსიდირებას, რისი დაპირებაც მოსახლეობას არაერთხელ მისცა.

მსგავსი სიახლეები