მთავრობამ 500 მილიონიანი საგარეო ვალი ბიუჯეტიდან დაფარა

12.04.21 14:04
მთავრობამ 500 მილიონიანი საგარეო ვალი ბიუჯეტიდან დაფარა

მთავრობამ 500 მილიონიანი საგარეო ვალი ბიუჯეტიდან დაფარა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს.ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში, თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში. (6.875%)“, — ნათქვამია ფინანასთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ევროობლიგაციებით, 2008 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოხდა. ქვეყანას ლარის გაუფასურების გამო სესხი მნიშვნელოვნად გაუძვირდა.საქართველოს  ვალის დაბრუნება გაორმაგებული თანხით მოუწია, რადგან  2011 წელს, ევროობლიგაციების გამოშვების დროს 500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარი იყო, ამჟამად კი მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი სიახლეები