ლარის ანტირეკორდი - ექსპერტები ფასების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ

ეკონომიკის ექსპერტები ლარის გაუფასურებას ქვეყანაში არსებული კრიზისითა და კორონავირუსის შეზღუდვებით ხსნიან, რაც უარყოფითად აისახება მოლოდინებზე. დარგის ექსპერტები საწვავსა და პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო გაზრდას აანონსებენ. "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე, მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ფასების ზრდასთან.
ის, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის პრობლემები, იწვევს თავისთავად ლარის გაუფასურებას, ის, რომ გაჩერებულია ტურიზმი და არის სრული უიმედობის განცდა, საუბარია ბიზნესის ჩაკეტვაზე, შეზღუდვებზე, რაც აჩენს უარყოფით მოლოდინებს და ეს მოლოდინი უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე. მოსალოდნელია, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება, ეროვნულ ბანკს მოუწევს კიდევ უფრო მეტად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,რაც იმედია, ფასების სტაბილურობას ცოტათი მაინც უზრუნველყოფს, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარი და 45 თეთრი გახდა.