არაყიშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 პირია დაჭრილი - ,,ტვ პირველმა" დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია

სისხლიანი დაპირისპირება დედაქალაქში - ,,ტვ პირველმა" არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის დეტალები გაარკვია.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, თავდამსხმელები მოტოციკლით მოძრაობდნენ და სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
დედაქალაქის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
,,ტვ პირველს" ადგილობრივები უყვებიან, დაჭრილების მდგომარეობა მძიმე არ არის. ორივე მათგანს ლაპარაკი არ უჭირდა, თუმცა, მომხდარის შესახებ არაფერი განუცხადებიათ.
მსგავსი სიახლეები

10.05.23 11:54
რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე