შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მარტის თვიდან 201 ლარი გახდა - საქსტატი

მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3,8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით არის შემცირებული - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 4.5 ლარით შემცირებულია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც. ის მიმდინარე წლის მარტში 178.1 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 182.6 ლარს შეადგენდა.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების შესაბამისად.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე