სახელმწიფო აუქციონზე გატანილი 9 ობიექტიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, დღეს საპრივატიზაციოდ გამოტანილი 9 კომპანიიდან მხოლოდ ერთის, შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის", 100%-იანი წილი გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და გაყიდული ობიექტის ღირებულებამ 268 ათასი ლარი შეადგინა.
დღესვე უშედეგოდ დასრულდა ე.წ. "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული აუქციონი, რაც ამ ობიექტის აუქციონის ჩავარდნის უკვე მესამე შემთხვევაა. ეს აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 2 დღით იყო გახანგრძლივებული.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუქციონზე შემდეგი ობიექტები ჰქონდა გამოტანილი:
შპს "ზუგდიდის ფარმაცია"- საწყისი ფასი 306,000 ლარი;
შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი"- ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი;
სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი;
შპს "საზღვაო ტექსერვისი" საწყისი ფასი 2,263,800 ლარი;
სს ,,ხაშურის მინის ტარა'' -ს კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი;
შპს „დემეტრე 96“- ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი;
შპს „თერმული წყლები“ საწყისი ფასი 1,511,000 ლარი;
შპს ,,უნიონი"-ს 20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.
დღეს ტრანზაქციის დროს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და აუქციონები 48 საათით გახანგრძლივდა.