კაბალური ხელშეკრულება - არასამთავრობო სექტორი ნამახვანჰესის მშენებლობაზე

03.03.21 14:01
კაბალური ხელშეკრულება - არასამთავრობო სექტორი ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ვინ ლობირებს ნამახვანჰესისი შენებლობას? -  ეს კითხვა  არასამთავრობო სექტორს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ხელისუფლებასა  და ჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“  შორის დადებული ხელშეკრულების დეტალებს გაეცნო.  ორგანიზაცია „იემსი“,  რომელმაც  დოკუმენტები შეისწავლა, კვლევაში პირდაპირ ამბობს , რომ ნამახვანჰესი ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფსა და ენერგოუსაფრთხოებას ვერ უზრუნველჰყოფს. ამავე კვლევაში  წერია, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია და  სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

არასამთავრობოების აზრით, ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მთავრობამ დადო კერძო კომპანიასთან, მშენებლობის დროს წარმოშობილ  ეკონომიკური, თუ პოლიტიკური რყევებით გამოწვეულ ყველა რისკს სახელმწიფო აანაზღაურებს, ეს ნიშნავს, რომ ზარალი ანაზღაურდება ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულიდან. მათივე თქმით, გარდა ამისა,  კერძო კომპანია ყველანაირი ლიცენზიის გარეშე  მიიღებს იმ ტერიტორიებს, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის დასჭირდება. 

სახელმწიფომ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი რესურსი ფაქტობრივად უსასყიდლოდ დაუთმო კერძო კომპანიას ისე, რომ არ აიღო ვალდებულება ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზებაზე, შესაბამისად, აქაც ბათილდება  არგუმენტი, რომ ჩვენი გაზრდილი ენერგომოხმარების საჭიროების დასაკმაყოფილებლად იქმნება ეს ხელშეკრულება. კომპანიამ სახელმწიფოს გადააზღვევინა არაერთი რისკი. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ფორსმაჟორი ჩვენი ქვეყნის გარეთაც რომ იყოს, რისკი ბიუჯეტმა  უნდა აანაზღაუროს.  ელექტროენერგიის საფასური- 6,2 ცენტი- მაღალია და თან კომპანია ,,ენკა" 15 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 თვე ტოვებს ელექტროენერგიას საქართველოში, სხვა დროს მისი სხვა ქვეყნებში რელიზაციის უფლება აქვს, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იემსში".

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივა"-ს წარმომადგენელმა  ხელშეკრულების შესწავლისა აღმოაჩინა, რომ საქართველოს მთავრობამ სესხი აიღო იმისთვის, რომ მოვალეობა პირნათლად შეასრულოს, თან,  ინვესტორისთვის გადაცემული აქვთ არა მარტო მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ტერიტორია, არამედ მდინარე ცხენისწყლისაც.

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანია ,,ენკას" შორის  2019 წლის აპრილში დაიდო. 2 წელია, ეკონომიკის სამინისტრო ამ ხელშეკრულებას არ ასაჯაროვებდა.

 

მსგავსი სიახლეები