მიიღეთ ბევრი სითხე და ატარეთ ღია ფერის სამოსი - საქართველოში რეკორდულად მაღალი სიცხეებია მოსალოდნელი

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა საქართველოში კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება. რისკჯგუფში ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები შედიან.
ექიმების თხოვნაა, მოვერიდოთ შუადღეს ქუჩაში გასვლას, მივიღოთ ბევრი სითხე და ვატაროთ ღია ფერის სამოსი. გარდა ამისა, მედიკოსები ღია ცის ქვეშ სპორტული და სხვა სახის აქტივობებისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევიან.
ექიმები აღნიშნავენ, რომ მაღალი სიცხეების დროს გარეთ ყოფნისას შეიძლება, განვითარდეს სითბური დაკვრა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.
მოვუწოდებ მშობლებს, რომ დღის განმავლობაში ბავშვები გარეთ არ გაიყვანონ, განსაკუთრებით შუადღეზე, როცა მზის ნათება პიკს აღწევს. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს.
ამ დროს არ არის სასურველი სპორტული თამაშები ღია ცის ქვეშ, რადგან შესაძლებელია, სითბური დაკვრა მიიღოთ - აცხადებს მედიკოსი.
მოსალოდნელი უპრეცენდენტოდ მაღალი სიცხეებისა და ქარის გამო სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ აღამოსავლეთ საქართველოს ტყეებში ხანძრის გაჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე