ახალი შიდა ვალი - მთავრობამ 18 მილიონ ლარზე მეტი ისესხა

21.04.21 12:13
ახალი შიდა ვალი - მთავრობამ  18 მილიონ ლარზე მეტი ისესხა

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ბანკებიდან  18 მილიონ 750 ათასი შიდა ვალი აიღო, რომლის პროცენტი მოქალაქეებმა 10 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ. როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა, ჩატარდა აუქციონი და ასე მოხდა ვალის აღება. ეს თანხა კი მოქალაქეებმა კომერციულ ბანკებს უნდა დაუბრუნონ. 

,,ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ მთავრობის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა მალე კრიზისის საფრთხის წინაშე დადგება. 

ძალიან მალე ქვეყანა დეფოლტის საფრთხის წინაშე დადგება, ეს არის ხელისუფლების არაგონივრული და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, მათ შორის, კოვიდის ფონდში მილიონობით ლარი ისე გაქრა, კაცმა არ ვაცის, სად. - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიცია იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ პანდემიასთან საბრძოლველად უცხოეთიდან გადმორიცხული მილიონები ჩინოვნიკების ჯიბეებში დაილექა. 

პანდემიასთან საბრძოლველად გადმოცემული თანხები ისე დაიხარჯა, რომ რეალურ შედეგებს ვერ ვხედავთ, ჩინოვნიკების ჯიბეებში წასული ფული არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ეს ვალი უნდა იხადოს.  - აცხადებს ,,ლელოს' წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს ათობით მილიარდი ვალი აქვს აღებული. როგორც საგარეო, ასევე საშინაო. ეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 63%-ია, როცა კანონით დაშვებული ზღვარი  კი 60% უნდა იყოს.  

 

მსგავსი სიახლეები