ეროვნული ვალუტის ვარდნა გრძელდება - ლარი კვლავ გაუფასურდა

21.04.21 17:19
ეროვნული ვალუტის ვარდნა გრძელდება - ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  3.4521 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. 

ევროს კურსი კი 4.1442 ლარია. დღეისთვის კი 1 ევრო 4.1585  ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

მსგავსი სიახლეები