ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილებსაც ბიძა სასტიკად სცემდა და მათხოვრობას აიძულებდა (ვიდეო)

23.04.21 13:09
ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილებსაც ბიძა სასტიკად სცემდა და მათხოვრობას აიძულებდა (ვიდეო)

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი თბილისში - "ტვ პირველმა" ჩაწერა იმ არასრულწლოვნების დედა, რომლის შვილებსაც ბიძა 2 წლის განმავლობაში იძულებით ამათხოვრებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. 

ქალი ამტკიცებს, რომ დაკავებული მის შვილებს არ სცემდა და არც მოწყალების თხოვნასა აიძულებდა. 

"ძალადობა არ ყოფილა, მათხოვრობასაც არავინ აიძულებდა"- უთხრა დაზარალებულების დედამ "პირველებს". 

ქალი ამტკიცებს, რომ გამოკითხვისას მას "სამინისტროში თავში ჩაარტყეს". 

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 46 წლის დ.კ დღეს დაკავეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.