დაეხმარეთ მთავარს, არხი უნდა გადარჩეს - ნიკა გვარამიას საგანგებო მიმართვა

03.11.22 18:07
დაეხმარეთ მთავარს, არხი უნდა გადარჩეს - ნიკა გვარამიას საგანგებო მიმართვა

"დაეხმარეთ მთავარ არხს" - ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აგზავნის და მოუწოდებს ყველას, "მთავარი არხი" გადაარჩინონ. 

ციხიდან გამოგზავნილ წერილში მედიამენეჯერი აღნიშნავს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსისთვის "მთავარი არხის" არსებობა სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია. 

მთავარ არხელებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მორალური პრეცენდენტი, რასაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ, გაძლება და თან ღირსეული გაძლება, იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. 

მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ.

დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა ,,მთავარის" ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე. 

არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. 

ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება - წერს მიმართვაში ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას მიმართვა საზოგადოებას მისმა მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა, გააცნო. 

მსგავსი სიახლეები