პროცენტი თავის დროზე რომ გაეზარდა, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა - კოვზანაძე სებ-ის წინააღმდეგ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 %-მდე გაიზარდა. კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს ნაბიჯები მანამდე უნდა გადაედგა.
ეროვნულ ბანკს რომ მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს. 1 % -იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე რომ გაეზარდა, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის, ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა - წერს კოვზანაძე სოციალურ ქსელში.