ეროვნულ ბანკს სხვა ბერკეტი არ ჰქონდა - ეკონომისტები მონეტარული განაკვეთის გაზრდაზე

ეკონომისტების შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტამდე გაზრდა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაწყისზე მიუთითებს. "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, ეროვნულ ბანკს სხვა ბერკეტი დარჩენილი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოხდა პროცენტის გაზრდა.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში ვართ, კიდევ უფრო ღრმავდება კრიზისი, რისი მაჩვენებელიც არის ის რომ ეროვნული ბანკი ას ეუცებ და მკვეთრად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, სამწუხაროდ ეკონომიკაში არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოიქნევ და უცებ ყველა პრობლემა გადაიჭრება, შესაბამისად გვიწევს ხშირად მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა, სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს ბევრი ბერკეტი არ ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა რომ გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა" - ამბობს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმარეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 125 ათას ადამიანს სესხები გაუძვირდება. ეკონომისტები ფასების ზრდასაც პროგნოზირებენ.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე