ეკონომიკური სიტუაცია კიდევ გაუარესდება, თუ არ შეიცვლება ხელისუფლება - გიგა ბედინეიშვილი

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ფინანსისტები დადებით პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი, ამბობს, რომ ლარის ანტირეკორდი და შექმნილი კრიზისი ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
ხალხი ღარიბდება და ეს არის განუხრელი პროცესი, ჩვენ ქვემოთ ვეშვებით სინამდვილეში, როგორც ქვეყანა და როგორც ეკონომიკა. ეკონომიკური პოლიტიკა დიდი ხანია, ქვეყანაში არასწორია. 9 წელი რომ ვერაფერი გააკეთეს, ეხლა უცებ როგორ გაუნათდება კოლექტიური გონება "ქართულ ოცნებას" და შეძლებს ეკონომიკურ გარღვევას და ლარის გამყარებას. სიტუაცია კიდევ გაუარესდება, თუ არ მოხდება ხელისუფლების ცვლილება", - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 125 ათას ადამიანს სესხები გაუძვირდება. სპეციალისტები ფასების ზრდასაც პროგნოზირებენ.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე