ეროვნული ვალუტის ვარდნა გრძელდება - ლარი გაუფასურდა

ლარი კვლავ გაუფასურდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4430 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4430 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1474 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1334 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე