საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ვალი აიღო

25.05.21 14:23
საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ვალი აიღო

საქართველოს მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა, ამის შესახებ ინფორმაციას  ,,საქართველოს ეროვნული ბანკი" ავრცელებს.

2021 წლის 25 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 87 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9,39%-ით, მაქსიმალური 9,4%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9,393%-ით განისაზღვრა", — ნათქვამია ,,ეროვნული ბანკის"  განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები