საქართველოს რკინიგზამ 2020 წელს 164 მილიონის ზარალი ნახა - TBC კაპიტალის კვლევა

27.05.21 19:00
 საქართველოს რკინიგზამ 2020 წელს 164 მილიონის ზარალი ნახა - TBC კაპიტალის კვლევა

2020 წელი საქართველოს რკინიგზამ 164-მილიონიანი ზარალით დაასრულა, რაც 2019 წელთან შედარებით, 31-ჯერ გაუარესებული შედეგია- აღნიშნულია ,,TBC კაპიტალის" კვლევაში.

კვლევის მიხედვით, კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, გასული წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შემცირებულა – 0.34%-ით ლარში და 9.66%-ით დოლარში – თუმცა, მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო ხარჯები – 159%-ით – რაც, უმეტესად, ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურებით იყო განპირობებული.

ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი იმდენად გაუგებარი არ არის, რამდენადაც ამ ზარალის ფონზე გაზრდილი სახელფასო ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წმინდა ზარალი 2019 წელთან შედარებით 31-ჯერ გაიზარდა, ხელფასებსა და სხვა ტიპის ბენეფიტებში გადახდილი თანხები გასულ წელს 10 მილიონი ლარით – 6%-ით – გაიზარდა - ნათქვამია კვლევაში.

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი ,,საქართველოს საპარტნიორო ფონდია".