საქართველოში უცხოური ინვესტიციები 28%-ით შემცირდა - საქსტატი

09.06.21 12:36
საქართველოში უცხოური ინვესტიციები 28%-ით შემცირდა -  საქსტატი

საქართველოში,  პირველ კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები   28,3%-ით შემცირდა. საქსტატის ცნობით, პირველ კვარტალში 125 4 მილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა — 88,4 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70,5%-ს შეადგენს. ქვეყნებს შორის, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი — 31,9 მილიონი დოლარით (25,4%), ხოლო მესამეზეა თურქეთი — 24,5 მილიონი დოლარით (19,5%).

მსგავსი სიახლეები