ლარი გაუფასურდა

14.06.21 17:33
ლარი გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2040 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2040 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0339 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.8829 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8523 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.