10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

15.06.21 12:34
10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველომ მაისის თვეში  187,7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 42,4%-ით მეტია. უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია თითქმის ყველა ქვეყნიდან.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემებით,  გზავნილების 43% ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო 57% სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან არის მიღებული.

10 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა:

  • იტალია — 31,9 მილიონი დოლარი; ზრდა 2020 წლის მაისთან — 15,7%;
  • რუსეთის ფედერაცია — 31,7 მილიონი დოლარი; ზრდა — 60,6%;
  • აშშ — 24,1 მილიონი დოლარი; ზრდა — 58,8%;
  • საბერძნეთი — 20,6 მილიონი დოლარი; ზრდა — 9,6%;
  • ისრაელი — 14,8 მილიონი დოლარი; ზრდა — 29,8%;
  • გერმანია — 9,1 მილიონი დოლარი; ზრდა — 70,3%;
  • უკრაინა — 7,7 მილიონი დოლარი; ზრდა — 110%;
  • აზერბაიჯანი — 7,7 მილიონი დოლარი; ზრდა — 115,3%;
  • თურქეთი — 7,3 მილიონი დოლარი; კლება — 1,5%;
  • ესპანეთი — 4,6 მილიონი დოლარი; ზრდა — 41,8%;

მსგავსი სიახლეები