საქართველოში ცხოვრება ორჯერ გაძვირდა - პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა

20.06.21 20:28
საქართველოში ცხოვრება ორჯერ გაძვირდა - პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა

საქართველოში პროდუქტი ძვირდება. საკვებსა და პირველადი მოხმარების ზოგიერთ პროდუქტზე ფასები 300%-ით გაიზარდა. 

წიწიბურის ფასი 2012 წელს თუ 2.59 ლარი იყო,  დღეს 4.95 ღირს. მაკარონის ფასი 3 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა. ხორბლის ფქვილის ფასი 2012 წელს 1.55 ლარი იყო, დღეს კი 2.73 ლარია. საქსტატის მონაცემებით, ფასები გაზრდილია როგორც ხორცზე, ასევე რძის ნაწარმზე.

მთვარობის გამოთვლით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1200 ლარზე მეტია, თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ გამოთვლის მეთოდოლოგია არასწორია.

თუ თავს ვიტყუებთ, რომ საშუალო ხელფასი ათას რაღაც ლარია და ყველა ბედნიერია, ამით კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის", - ამბობს გიორგი კეპულაძე.

პენსიონერები ამბობენ, რომ ხორცის შეძენის საშუალება არ აქვთ და კუთვნილი პენსია სხვა პროდუქტებზეც თვიდან თვემდე არ ჰყოფნით.

 

მსგავსი სიახლეები