თბილისის გამგეობებიდან ტაძრებში მილიონ 260 ათასი ლარი გადაირიცხა

12.03.21 19:28
თბილისის გამგეობებიდან ტაძრებში მილიონ 260 ათასი ლარი გადაირიცხა

 თბილისის გამგეობებმა ტაძრების ანგარიშზე მილიონ 260 ათასი ლარი ჩარიცხეს, ეს ის 25 მილიონის ნაწილი არ არის, რომელსაც ეკლესია ბიუჯეტიდან გარანტირეულად იღებს. ირკვევა, რომ დედაქალაქის ეკლესიებისთვის ყველაზე გულუხვი სამგორის რაიონი აღმოჩნდა - 200 ათასი ლარით, მას ვაკე მოსდევს, სადაც უბნის ტაძრებისთვის 170 ათასი ლარი გაიღეს. ამ ფულს ეკლესიები ხან რემონტისთვის, ხანაც მიმდინარე საჭიროებებისთვის ითხოვენ. 
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ყველა კონფესიას ტანაბრად უნდა ეხმარებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ირღვევა. 

თბილისის მერი, კახი კალაძე, აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება"  ყველას ერთნაირად ეხმარება, განურჩევლად კონფესიისა, მაგრამ რეალობა ასეთია - საბურთალოზე მუსლიმთა სამლოცველო დაფინანსდა, ისანში კი - სომხური სამოციქული ეკლესია. დანარჩენი მილიონი მართლმადიდებლურ ეკლესიებს გადაერიცხა. 
 

მსგავსი სიახლეები