პანიკა სავალუტო ბირჟაზე - კრიპტოვალუტის ფასი რეკორდულად ეცემა

24.06.21 19:37
პანიკა სავალუტო ბირჟაზე - კრიპტოვალუტის ფასი რეკორდულად ეცემა

მსოფლიო სავალუტო ბირჟებზე პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ელექტროენერგია  კრიპტოვალუტის მწარმოებელ 26 კომპანიას გაუთიშეს. ამ ფაქტის გამო ,,ვირტუალურ ფულზე" ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლეს.

სააგენტო CoinDesk-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა 11%-ით მოიკლო და 32, 801 დოლარი შეადგინა, ეთერიუმმა 8%-იანი ცვლილება განიცადა და ამჟამად მისი ღირებულება 1948 დოლარია, ყველაზე მეტად დოგეკოინი დაზარალდა, 23%-ით და ამჟამად მისი ყიდვა სულ რაღაც 20 ცენტად შეიძლება.

კრიპტოვალუტაზე მოთხოვნილება მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანია Tesla-მ 1,5 მილიარდი დოლარის რირებულების ბიტკოინი შეიძინა.

უკვე თებერვალში ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 57 ათას დოლარს, მიაღწია, ხოლო აპრილში - 63,4 ათას დოლარს.