ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა

რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა - გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ცოტახნის წინ მიიღო. დღეიდან განაკვეთი ნახევარი პროცენტით შემცირდება და 9% შეადგენს.
ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, ვისაც სესხები რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხი გაუიაფდებათ. ასეთი ქვეყანაში თითქმის 200 ათასი მოქალაქეა.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა.
ამიერიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ს შეადგენს. საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი შეამცირა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ეტაპობრივად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან გამოსვლა, მისი ეტაპობრივი შემსუბუქება", - აღნიშნა თურნავამ.