ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0.7%-ით გაიზარდა. წლიურმა ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის ერიოდთან შედარებით მაჩვენებელმა 5.9 პროცენტი შეადგინა. თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7%-იანი მატება.
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.0%-ით.
- ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4%-ით.
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2%-ით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.5%;
- ზეთი და ცხიმი - 3.4%;
- თევზეული - 2.0%;
- პური და პურპროდუქტები - 0.6%;
მსგავსი სიახლეები

10.05.23 11:54
რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე