მთავრობამ ფისკალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს - ეკონომიკის ექსპერტები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ

ეკონომიკის ექსპერეტები ხელისუფლებას ფისკალური პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ. ექსპერტი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წელსაც გაიზრდება, ამიტომ მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
ეს ინფლაციური შოკი 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით გვექნება. გვექნება ფასების მატებაც. ინფლაცია ოფიციალურად 9,9%-ია , მაგრამ რეალურად ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია. რეკომენდაციის სახით ვიტყვი, რომ მთავრობამ ფისკალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს. - აცხადებს ეკონომიკისმ ექსპერტი, ნიკა შენგელია.
საქართველო უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. ქვეყანაში თითქმის ყველაფერი გაძვირდა. ფასები რეკორდულად იზრდება სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 10%, დაფიქსირდა. მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება ცარიელი ჯიბეებით გაუსაძლისი ხდება.
ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელია იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა არ დასტაბილურდება, სხვა შემთხვევაში პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მატება გაგრძელდება.
მოსალოდნელი იყო პიკიური ინფლაცია ივნისის თვეში, თითქმის 10 პროცენტი, რაც გამოწვეულია ლარის ინფლაციით. ჩვენ ვიმყოფებით ეკონომიკურ კრიზისში და ეს კრიზისი, სამწუხაროდ, უცებ არ დასრულდება. სურსათსა და საწვავზე ფასები ყველაზე მეტადაა გაზრდილი, რაც ურტყამს მოქალაქეების ჯიბეს - ამბობს ტვ პირველთან საუბარში, ექსპერტი, გიორგი კეპულაძე