ადიგენის მაცხოვრებლებს კომპიუტერთან მუშაობას ტექნიკის გარეშე ასწავლიან

15.03.21 12:03
ადიგენის მაცხოვრებლებს  კომპიუტერთან მუშაობას ტექნიკის გარეშე ასწავლიან

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის  შემოწმების შედეგად  დარღვევები გამოვლინდა. რეგიონში  მილიონ ორასი ათასი ლარი ისეთ პროექტებში დაიხარჯა, რომელიც არ მუშაობს და ხალხს არაფერში სჭირდება. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ინფრასტრუქტული პროექტებისთვის გამოყენებული ასობით ათასი ლარი პრაქტიკულად წყალში გადაიყარა.  აუდიტმა დაადგინა, რომ რაც ააშენეს, ან გაარემონტეს, უხარისხოა და ინგრევა. ადიგენსა და ნინოწმინდაში სრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მაგრამ ახლადდაგებული გზები უკვე გაფუჭდა, ადიგენში 5 სოფელს წყალი არ მიეწოდება, დანარჩებნ სოფლებში წყლის ვარგისიანობა არ მოწმდება. მინიციპალიტეტმა დაარსა კომპიუტერისა და კულინარიის შემსწავლელი კურსები, თუმცა, აღნიშნულ აიპებში არც კომპიუტერული და არც სამზარეულოს ტექნიკა არ გააჩნდათ.

ადიგენში შექმნეს კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, სადაც დაასაქმეს ,,ქართული ოცნების" აქტივისტები, ეს ყველაფერი კარგია, რადგან მოსახლეობას კომპიუტერის მოხმარება უნდა ასწავლონ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ კომპიუტერები არ გააჩნიათ, ნინოწმინდაში კულინარიის შემსწავლელი აიპი გააკეთეს, მაგრამ სამზარეულოს ტექნიკა  არ აქვთ. - ამბობს ბესო დონაძე, კორუფციის მკვლევარი.

დონაძის ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პრობლემად რჩება საჯარო მოხელეების მხრიდან საწვავის გადახარჯვაც.