ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება - ეკონომისტები "ოცნების" არასწორ პოლიტიკაზე მიუითითებენ

სავალუტო ბაზარზე სრული პანიკაა. ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. 1 დოლარის ფასმა 2 ლარსა და 90 თეთრს მიაღწია, ევრო კი 3 ლარიან ნიშნულს გადასცდა. "ქართული ოცნების" რუსულ კანონს ბიზნესის შეჩერება, სავალუტო ბაზარზე კი პანიკა მოჰყვა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებია, რომელიც, პირველ რიგში, რუსული კანონის მიღებას უკავშირდება.
ფუნდამენტური პრობლემა ქვეყანაში უკვე კარგა ხანია არსებობს პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, როცა თავისთავად ეს კანონი თავიდან წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ დაიწყო ეს კრიზისი., მაგრამ ყველას იქვე არ გაუყიდია აქციები, არამედ მოიცადეს ცოტა ხანი და ელოდა ტრიგერს და ეს ტრიგერი იყო სწორედ მესამე მოსმენით კანონის გატანა. იქნება მერყეობა, მაგალითად, არ გამიკვირდება, დღეს, ხვალ ლონდონის ბირჯაზე თუ პირიქით, მკვეთრად ამოიწია ქართული ბანკების აქციებმა, ვინაიდან ვირაცეები უყურებენ სიტუაციას, როგორც შესაძლებლობას, რომ პირიქით, იყიდონეს აქციები. ასე რომ, მერყეობა იქნება, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი.
სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ ლარი გაუფასურება პირდაპირ აისახება პროდუქტებზე ფასების მატებაზე.
სანქციების ზღვარზე მყოფი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკა და პირველ რიგში, ეს აისახება მონეტარულ პოლიტიკაზე, ვინაიდან სართაშორისო საფონდო ბირჟებზე ჩერდება ქართული ეკონოიკური აქტივების შესყიდვა. ეს, თავისთავად, გამოიწვევს ვალუტის გაუფასურებას და გამოიწვია უკვე საქართველოში, ვინაიდან უახლოეს 24 საათში საქართველოში 1 დოლარის შეძენა საშუალოდ გაძვირდა 20 თეთრით.შესაბამისად, ეს ყოველივე თავიდან ბოლომდე გამოწვეულია სანქციების პირზე მყოფი ქვეყნის მოცემულობით და თუ რეალურად დადგა საქართველოშ სანქციების მოცემულობა, ეს მომენტალურად რამდნეიმე ათეული პუნქტით გააუფასურებს ლარს და საშუალოდ თვიდან თვემდე გააძვირებს ადამიანების ცხოვრებას 20%-ით, - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.
ცნობილია, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, უცხოელი ვიზიტორები საქართველოს სასტუმროებში ჯავშნებს ერთი-მეორეს მიყოლებით აუქმებენ. სასტუმროების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ათობით ათასი ლარი მათ უკვე დაკარგეს.