საქართველოში საწვავი რეკორდულად გაძვირდა

16.03.21 17:27
საქართველოში საწვავი რეკორდულად  გაძვირდა

საქართველოში საწვავი რეკორდულად გაძვირდა.ბოლო სამი თვის განმავლობაში, როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე ბენზინის ფასმა 60 თეთრით მოიმატა.ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ფასის მატება  საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებით არის განპირობებული.ნეგატიური მოლოდინები აქვთ ექსპერტებს. ისინი ფასების  კიდევ უფრო ზრდას ელიან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაზრდამ გამოწვია საქართველოში საწვავის ფასის ზრდა და ოპტიმისტური მოლოდინი ფასების კლებასთან დაკავშირებით მას არ აქვს. 

საწვავის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად იზრდება და პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ფასის მატებასთან, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, მოლოდინები არ არის ოპტიმისტური ნამდვილად, დინამიკაც და პროგნოზიც არ არის საიმედო   - ამბობს  ვანო მთვრალაშვილი.

ექსპერტები ასევე აანონსებენ, რომ საწვავზე ფასის ზრდამ შესაძლოა, ტრანსპორტის გაძვირებაც გამოიწვიოს.