ძალიან მძიმე შედეგია 12 %-იანი ინფლაცია - გიორგი კეპულაძე

ინფლაციის მაჩვენებლის რეკორდულ ზრდას ექსპერტები საგანგაშოს უწოდებენ. „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადება, თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ძალიან მძიმე შედეგია 12 %-იანი ინფლაცია და განსაკუთრებით საწვავზე ვთქვათ, ან მედიკამენტებზე და სურსათზე როდესაც ფასი გაზრდილია და როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გამოდის და ტრაბახობს იმით, რომ რაღაცა არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ისიც შარშანდელ მინუსიან წელთან, ფაქტობრივად, ყურადღება მიაქციოს იმასაც, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არის, მათი ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმუმზე ნამდვილად არის სამწუხაროდ, და ეს ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტად ურტყამს ჯიბეებს, ვიდრე უბალანსებს ის ეკონომიკური ზრდა, ან აღდგენა, რაც დაიწყო გაზაფხულიდან, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე