ხელისუფლება თვალებში ნაცარს გვაყრის - ეკონომიკის ექსპერტი

ეკონომიკის ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. მისი თქმით, სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა დუღს. ფაქტობრივად, თვალებში ნაცარს გვაყრის. სამწუხაროდ ის, რომ სიღარიბის მაჩვენებლებია გაზრდილი, უმუშევრობის მაჩვენებლებია გაზრდილი, უფრო სწორად ასახავს, რა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ის, რომ შარშანდელ თვეს შევადარებთ წლევანდელ თვეს და შარშან რომ ჩაკეტილი ვიყავით ,ახლა გახსნილი ვართ. დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ვერ იზრდება, არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი დაუსაქმებელია. საქსტატის ბოლო ცნობებით ირკევა, რომ საქართველოში უმუშევარი უფრო მეტი კაცია, ვიდრე ქალი. სამსახური ჩვენს ქვეყანაში მამაკაცების თითქმის 64 %-ს არ აქვს. "ქართული ოცნება" კი გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას პანდემიას აბრალებს.
მსგავსი სიახლეები

რუსული ფულის შემოდინება 372%-ით გაიზარდა - იყენებს თუ არა ოკუპანტი საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად?!
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპანტი, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური სანქციებით - გიორგი კეპულაძე